ახალი ამბები
სოხუმმა დონბასის სეპარატისტულ რესპუბლიკებში 50 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ჰუმანიტარულ ტვირთს ჩაიტანენ.

"საგანგებო სიტუაციების სამინისტროს" ინფორმაციით, საავტომობილო კოლონას, რომელიც სოხუმიდან 20 დეკემბერს გავიდა, 50 ტონა ციტრუსი და ბოთლირებული წყალი მიაქვს.

ამავე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია "სუბიექტების" ხელმძღვანელებთან შეხვედრა და "აფხაზეთთან ურთიერთქმედების" საკითხების  განხილვა.

2022 წლის 26 თებერვალს ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა "ბრძანებას" დონბასის სეპარატისტული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.



Print