ახალი ამბები
სად შეგიძლიათ უყუროთ საქართველო-საბერძნეთის მატჩს დიდ ეკრანებზე ზუგდიდში, მარტვილსა და ფოთში
ზუგდიდში, მარტვილსა და ფოთში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალის ყურება მსურველებს 21 საათიდან დიდ ეკრანებზე შეეძლებათ.

ზუგდიდში ასეთი სამი ლოკაციაა. "ახალგაზრდული სათათბიროს" ორგანიზებით, მატჩის ტრანსლირება მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება. დიდ ეკრანზე თამაშის ყურება შესაძლებელი იქნება ბოტანიკური ბარის საკონფერენციო დარბაზსა და ზუგდიდი მოლშიც.

მატჩის ჩვენება ასევე გაიმართება მარტვილში, კულტურის სახლის მიმდებარედ და ფოთში, ცენტრალურ სტადიონთან.

საქართველო-საბერძნეთის მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს ეროვნულ სტადიონზე ხვალ საღამოს, 9 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში ისტორიაში პირველად ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

21 მარტს, თბილისში, დინამო არენაზე საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ფინალში ეროვნული ნაკრები ბუდუ ზივზივაძის პირველ და მეორე ნახევრებში გატანილი გოლებით გავიდა.


ფოტო: ეროვნული ნაკრები
Print