ახალი ამბები
ზუგდიდი-მესტიის გზაზე ავარია მოხდა
ზუგდიდი-მესტიის გზაზე, სოფელ ჩხორიასთან, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტოავარიის გამომწვევი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება იყო, შემთხვევის შედეგად კი, არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სასწრაფო დახმარების და სახანძროს მანქანები.

Print