ახალი ამბები
"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - ზუგდიდში მორიგი აქცია გაიმართა (ფოტო)
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად, ადგილობრივებს შეხვდნენ.

მათ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და კანონის მიღების შემთხვევაში, არსებულ საფრთხეებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

მოგვიანებით, საპროტესტო მსვლელობა ზუგდიდის სკეიტ პარკიდან მათივე მონაწილეობით დაიძრა. ქალაქის ცენტრალური ბულვარის ქუჩა მათ მსვლელობით მოიარეს, ხელში კი საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ეჭირათ.
Print