ახალი ამბები
სენაკის ცენტრალურ პარკში გიორგი ჭალადიდელის ბიუსტი დააზიანეს
სენაკში, ქალაქის ცენტრალურ პარკში ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ჭალადიდელის ბიუსტი დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მერია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, სამართლებრივი რეაგირებისთვის მერიამ შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა, ხოლო დაზიანებული ბიუსტის რეაბილიტაციას სპეციალისტები უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

მერია მოუწოდებს საზოგადოებას, გამოიჩინოს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა – გაუფრთხილდნენ ქალაქს, მის ინფრასტრუქტურას, კულტურულ-ისტორიულ ძეგლებსა და ქალაქის იერსახეს.
Print