აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა მკვლელობაში ეჭვმიტანილ „დეპუტატს“, ადგურ ხარაზია, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ერთხმად დაუჭირა მხარი, იუწყება „აფსნიპრესი“.
ცნობისთვის, 2024 წლის 19 დეკემბერს, სოხუმში ე.წ. პარლამენტის „დეპუტატებს“ შორის დაპირისპირება „საკომიტეტო მოსმენაზე“ მოხდა, რა დროსაც უკანონო მაინინგის აკრძალვის საკითხს განიხილავდნენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, ადგურ ხარაზიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, შედეგად, ერთ - ერთი „დეპუტატი“ ვახტანგ გოლანძია, მიყენებული ჭრილობებისგან
გარდაიცვალა, მეორე, კან კვარჩია კი დაიჭრა. ხარაზია ადგილიდან მიიმალა, მას ამ დრომდე
ეძებენ.

22 დეკემბერს ადგურ ხარაზიას „დეპუტატის“
იმუნიტეტი მოუხსნეს. კოლეგისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევისა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილებას მხარი ე.წ. პარლამენტის 28 - ვე წევრმა დაუჭირა მხარი.
2025 წლის მარტში „უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლეთა კოლეგიამ ასევე დაასკვნა, რომ „დეპუტატ“ ხარაზიას ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ელემენტებს შეიცავდა.
დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა 6 მაისს განაცხადა, რომ „ხარაზიას აფხაზეთის ტერიტორია არ დაუტოვებია“ და პოლიცია ბრალდებულებს „ყოველდღიურად“ ეძებს.
მასალის გამოყენების პირობები