არჩევნები
მმართველმა პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე სამეგრელოს კანდიდატებზე იმსჯელა
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ იმსჯელეს. პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხდომაზე სამეგრელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.

მისივე თქმით, კანდიდატების ვინაობას ხვალ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით,ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, მუნიციპალიტეტის კი- რაიონის გამგებელი ედიშერ თოლორაია. 

კანდიდატების წარდგენა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, 23 ივლისს 19 საათზე გაიმართება.
Print