არჩევნები
პრემიერ-მინისტრმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა ზუგდიდში (ვიდეო)
მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე საზოგადოებას  სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

ქალაქი ზუგდიდი - ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, მარტვილი-აბაშის მუნიციპალიტეტები - სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, წალენჯიხა-ჩხოროწყუ - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა, სენაკი -სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერაია, თვითმმართველი ქალაქი ფოთი - ბიზნესმენი ირაკლი ხახუბია, ხობის მუნიციპალიტეტი - გოდერძი ბუკია.

ქვეყნის მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.
Print