არჩევნები
"ენმ"-ის ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ბესარიონ გაბუნია იქნება
ზუგდიდის გამგებლობისთვის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" სოფელ ორსანტიის მაჟორიტარი დეპუტატი ბესარიონ გაბუნია იბრძოლებს. მისი კანდიდატურა დღეს სოფელ ურთაში სანდრა რულოვსმა წარადგინა.

"გამარჯვების შემთხვევაში ყველა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გავაგრძელებთ, რომელიც დაწყებული იყო და ამ ხელისუფლების პირობებში შეჩერდა", - აღნიშნა გაბუნიამ შეხვედრაზე.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა სოფელ ურთის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. მან ადგილობრივებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და პირობა მისცა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ყველა დაპირებას შეასრულებს.

Print