არჩევნები
ენმ-მ კობა ნაყოფია სენაკის ამომრჩეველს წარუდგინა
"ნაციონალური მოძრაობის" სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებილებს ქალაქის ცენტრში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მიმართა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

მან აქცენტი ყოფილი მთავრობის დროს დაწყებული პროექტების განახლებაზე, მოხსნილი სოციალური დახმარების აღდგენასა და კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანაზე გააკეთა.

"ეს არის არაჩვეულებრივი ტურისტული შესაძლებლობების რაიონი, აქ არის მენჯი, ნოქალაქევი, არქეოპოლისი... აქ შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები", - თქვა კობა ნაყოფიამ.

სენაკელებს სიტყვით დავით ბაქრაძემაც მიმართა.

"გვჯერა, რომ ჩვენი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს იმ მომავლის სასარგებლოდ, რომელიც მოიტანს დასაქმებას, გაზრდილ პენსიას, უკეთეს ცხოვრებას, ასევე წინ წასულ ქვეყანას და ოჯახებს, სადაც ადამიანებს აღარ ეშინიათ ხვალინდელი დღის დადგომა,"- აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით ბაქარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო და საკრებულოს შუალედური არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.
Print