არჩევნები
ზუგდიდის 26-ე საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა (ვიდეო)
კომბინატის დასახლებაში, 26-ე საარჩევნო უბანი დაგვიანებით, 8 საათსა და 06 წუთზე გაიხსნა. სულ უბანზე 1273 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. რადიო „ათინათთან“ საუბრისას კომისიის თავმჯდომარემ ბადრი ჯიმშელიამ განაცხადა, რომ ადგილზე იმყოფება კომისიის ყველა წევრი და რამდენიმე პარტიისა და ორგანიზაციის დამკვირვებელი.

8 საათზე გაიხსნა 89-ე უბანი, სადაც 1238 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გადასატან ყუთში კი 6 ადამიანი. ამასთან, კომისიის თავმჯდომარის თქმით, არჩევნების წინა დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ ეუთო-ს წარმომადგენლებიც.

ამავე დროს გახსნეს 27-ე საარჩევნო უბანი, სადაც პირველი ამომრჩეველი 8 საათსა 05 წუთზე დაფიქსირდა, ამ დროისთვის არჩევანი უკვე გააკეთა 30 მოქალაქემ.

ერთადერთი ადაპტირებული უბანი კომბინატის დასახლებაში არის 25-ე საარჩევნო უბანი, რომელიც მე-5 საჯარო სკოლაშია განთავსებული.

Print