არჩევნები
ცესკო პირველად მონაცემებს აქვეყნებს
ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგებით საპარლამენტო არჩევნებში ”ქართულმა ოცნებამ” ხმების 53.42%, "ნაციონალურმა მოძრაობამ", კი 24.69% მიიღო, - ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 3702 უბნიდან დათვლილია 423 საარჩევნო უბანი, რაც უბნების 11.43%-ს შეადგენს.

423 უბანზე დათვლილი შედეგების თანახმად „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ” - ხმათა 4.66% მიიღო, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” - 4.24%, „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები” - 3.21%, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა” 2.96%, „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” - 2.79% „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები” - 1.33%, „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო” - ამომრჩეველთა 0.99% მხარდაჭერა მიიღო.
Print