არჩევნები
ცესკო 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებს აქვეყნებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდისა და მარნეულის ოთხ საარჩევნო უბანზე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის აქტივობის მონაცემებს აქვეყნებს.

12:00 საათის მონაცემებით - მარნეულის 36-ე მაჟორიტარული ოლქის 48-ე უბანში, სოფელი ყიზილაჯლო 20.6%, 296 ამომრჩეველია მისული.

ზუგდიდის 66-ე ოლქის 38-ე უბანი, - 14.3% განმუხური, რეგისტრირებული 1145 ამომრჩევლიდან მისულია 164.

ზუგდიდის 66 ოლქის, 79-ე უბანი, სოფელი ჯიხაშკარი - 19.2% აქტივობა. 925 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 178 უკვე გააკეთა არჩევანი,

ჯიხაშკარის 108-ე უბანზე 23.6% აქტივობა, 774 ამომრჩევლიდან 183-მა უკვე მიიღო მონაწილეობა არჩევნებში.
Print