არჩევნები
ზუგდიდის სამივე თემში განმეორებითი კენჭისყრა დასრულდა
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ხმის დათვლის პროცედურები დაიწყო. ამ დროისთვის სამივე საარჩევნო უბანზე მობილიზებულია პოლიცია.

20 საათის მონაცემებით, განმუხურის 1145 ამომრჩევლიდან 447-მა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, ხოლო ჯიხაშკარის 108-ე უბანზე დარეგისტრირებული 774 ამომრჩევლიდან 440-მა და 79-ე უბანზე 925-დან 565-მა ადამიანმა მისცა ხმა.

ზუგდიდის თემის სამივე უბანზე 1407-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საარჩევნო უბნების დარბევის შედეგად განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა განმუხურის 38-ე და ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე.

Print