არჩევნები
“ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენაზე სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდნენ (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრში „ქართული ოცნების“ მერობის წარდგენის ცერემონიაზე დასასწრებად სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდნენ. ამ წუთებში ისინი ცენტრალურ მოედანზე იკრიბებიან.

მათი ნაწილი რადიო „ათინათთან“ ამბობს, რომ ზუგდიდში საკუთარი მუნიციპალიტეტის მერობის კანიდატების მხარდასაჭერად თავიანთი ინიციატივით ჩამოვიდნენ, ნაწილის თქმით კი ისინი „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბების ხელმძღვანელების ორგანიზებით ესწრებიან.



„ფოთიდან ჩამოვედით, დაახლოებით, 20-მდე სამარშუტო ტაქსი, დიდი ავტობუსი და მანქანებით. ჩვენ, ზონის კოორდინატორებმა დავიქირავეთ მძოლები და ერთობლივი ინიციატივით ჩამოვედით“, - თქვა მადონა აბშილავამ.

სენაკის მცხოვრები ამბობს, რომ წარდგენის შესახებ ისინი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა გააფრთხილა.

„ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ. ალბათ დაიქირავეს ტრანსპორტი და ჩამოვედით“, - თქვა მანონი წურწუმიამ.

ღონისძიებას ესწრებიან ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებიც.




„რადგან აქ ვარ, ასე გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ზუგდიდელმა ირმა კიკავამ.

ზუგდიდში მმართველიო პარტიის მერობის კანდიდატების წარდგენაზე დასასწრებად მარტვილიდან, აბაშიდან, ხობიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლებიდანაც ჩამოვიდნენ.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე წარადგენს.

ამავე თემაზე:

პრემიერი დღეს ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს წარადგენს

Print