არჩევნები
ზუგდიდის მერობის კანდიდატებიდან რომელს მისცემდით ხმას - გამოკითხვების შედეგები
რადიო „ათინათმა“ ორი - ქუჩისა და ვებ- გამოკითხვა ჩაატარა. „ათინათის“ საიტზე ორკვირიან გამოკითხვაში „ზუგდიდის მერობის კანდიდატებიდან რომელს მისცემდით ხმას”, - სულ 615-მა ვიზიტორმა მიიღო მონაწილეობა.

კანდიდატებიდან ყველაზე მეტი 370 ხმა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ მიიღო. 180 ადამიანი მხარს „ქართულო ოცნების“ კანდიდატს ლაშა გოგიას უჭერს. 37 ხმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი (ზვიად) სიჭინავამ მიიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ლევან კონჯარიას - 26, ყველაზე ნაკლები - 2 ხმა „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს აქვს. რაც შეეხება დანარჩენ ორ კანდიდატს, გიზო სტურუას, რომელიც კენჭს საარჩევნო ბლოკ „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოდან“ იყრის და „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატ ზურაბ ჯინჯოლავას, გამოკითხვის საიტზე განთავსების დროს მათი კანდიდატობის შესახებ ცნობილი არ იყო.









განსხვავებული შედეგები აჩვენა ქუჩის გამოკითხვამ, რომლის მიხედვითაც "ევროპული საქართველოს" კანდიდატი არცერთ რესპოდენტს არ დაუსახელებია. გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა ამბობს, რომ მხარს „არცერთს“ არ უჭერს.

ზუგდიდის მერობისთვის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 7 კანდიდატი იბრძოლებს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერობის რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს - გამოკითხვა (ვიდეო)

Print