არჩევნები
დავით უსუფაშვილმა ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა (ვიდეო)
"შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ზუგდიდში, ე.წ. ფრანგულ პარკში, მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატი წარადგინა. მან კანდიდატების პიროვნულ თვისებებზე ისაუბრა და მათ წარმატებები უსურვა.

“ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე ვასახელებთ იმ კანდიდატურებს,  ვისაც ბოლომდე ვენდობით, ვისი მეშვეობითაც "შენების მოძრაობა" აშენდება და გაძლიერდება. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ყველა კანდიდატი იყოს აბსოლუტურად მზად იმ მძიმე შრომისთვის, რასაც ჩვენ ვაპირებთ“ , - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა და თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო მაცხოვრისკარის უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მაია ღურწკაიამ.



„ჩემთვის უპირველესი პრიორიტეტია, თუნდაც, დამარცხების შემთხვევაში, ვიბრძოლო მისთვის, რომ მოსახლეობას აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი, რომელიც ხელისუფლების უყურადღებობით მიადგა, აუნაზღაურდეს. ჩემს პროგრამაში პრიორიტეტულია ადამიანების ღირსეული დასაქმება, ღირსეული განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიღება“, - თქვა ღურწკაიამ.

„შენების მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაცხოვრისკარის უბანში მაია ღურწკაია, ხოლო სოფელ კორცხელში - ჯონი კვარაცხელია იქნება.


Print