არჩევნები
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება დარჩელში გაიმართა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება დარჩელში ჩაატარა.

ამომრჩეველს მერობის კანდიდატმა და პროპორციული სიის პირველმა ნომერმა მიმართეს. შემდეგ კი  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

„სულ რაღაც სამ დღეში ჩვენ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, ჩვენი გუნდი უალტერნატივოა, რადგან, ჩვენ სხვების მსგავსად არ მოვდივართ სურვილებით, ჩვენ მოვდივარ კონკრეტული სამოქმედო გეგმებით, ჩვენ ვიცით რა სჭირდება ზუგდიდს, რა სჭირდება ჩვენს სოფლებს, ჩვენ ვიცით პრობლემები, რომლებიც თქვენ გაწუხებთ - ჩვენ მოვდივართ თქვენთვის და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი, ძლიერი ზუგდიდის ასაშენებლად!“ - განაცხადა ლაშა გოგიამ.



მან ამომრჩევლებს, კოორდინატორებს, შტაბის წევრებსა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა შეხვედრები გამართა ზუგდიდის ყველა სოფელსა და ქალაქის ყველა ზონაში. ლაშა გოგია კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას 100-მდე ქუჩაზე შეხვდა.




Print