არჩევნები
ამომრჩევლის აქტივობა ზუგდიდში
12:00 საათის მდგომარეობით, ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქში ამომჩევლის აქტივობამ 13, 64% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 16 395 ადამიანმა გააკეთა.

„არჩევნები მშვიდ ვითარებაში ტარდება. საარჩევნო პროცედურები ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს“, - თქვა #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა.

ცესკოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.


Print