არჩევნები
„ბებიაჩემები არიან“ - „გამცილებლები“ კახათის #96 საარჩევნო უბანზე (ვიდეო)
ზუგდიდის სოფელ კახათის #96 საარჩევნო უბანზე მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება. ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს უბნის ეზოს შესასვლელთან გაურკვეველი პირები ხვდებიან, რომლებიც მათ უბნის კარებამდე მიჰყვებიან. ჩვენს კითხვაზე, თუ რა მიზნით მიაცილებენ ამომრჩევლებს, გვიპასუხეს, რომ ისინი მათი ახლობლები არიან.


საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე მზია გუგუჩია ზემოაღნიშნულთან დაკაშირებით აცხადებს, რომ მას უბანში უკანონო და უჩვეულო ქმედებები არ დაუფიქსირებია.

Print