არჩევნები
წინასწარი მონაცემებით ზუგდიდში არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო
საპრეზიდენტო არჩევნებზე, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში გრიგოლ ვაშაძე 23 526 ხმით იგებს. მან მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს 7 297 ხმით მოიგო.   სალომე ზურაბიშვილს  მხარი 16 229-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, დავით ბაქრაძემ - 5 214, შალვა ნათელაშვილი - 990, დავით უსუფაშვილი - 272, კახა კუკავა 444 ხმა მიიღეს.

ზუგდიდში სულ 107 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 120 616 ამომრჩევლიდან საკუთარი ნება 48 717 ადამიანმა დააფიქსირა.

Print