არჩევნები
კოკში სამართალდამცავებმა საარჩევნო უბანთან ერთი ადამიანი დააკავეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, საარჩევნო უბანთან სამართალდამცავებმა ერთი ადამიანი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

დაკავებას წინ 97-ე უბანთან ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. სიტუაცია კი მას შემდეგ დაიძაბა, რა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებსა და საარჩევნო კომისიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.


Print