ახალი ამბები
ექს-პრეზიდენტს შინაპატიმრობა მიესაჯა
საქართველოს მესამე პრეზიდენტს კიევის სააპელაციო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა უკრაინის უშიშროების სამსახურის აპელაცია. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება. ამასთან, ის ვალდებულია ელექტრონული სამაჯური ატაროს. გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის სადღეღამისო შინაპატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს. ის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. 11დეკემბერს კი პიჩორის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი



ამავე თემაზე:

მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეს 

მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს

დაკავებული ყოფილი პრეზიდენტი მომხრეებმა გაათავისუფლეს

რუსთავი 2: მიხეილ სააკაშვილი დააკავეს
Print