ახალი ამბები
სამეგრელოში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა
ამ დროისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 33 ადამიანი იმყოფება. აქედან, 15 ზუგდიდშია, ხობში - 6, მარტვილში - 2, ჩხოროწყუში - 1, ხოლო აბაშაში, წალენჯიხასა და სენაკში 3-3. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიის "საზოგადობრივი ჯანდაცვის" ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ უთხრა. მისივე თქმით, თითოეული მათგანი რეკომენდაციებს იცავს.

გასულ კვირაში სამეგრელოში თვითიზოლაციაში 17 ადამიანი იმყოფებოდა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 24 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირდა.

Print