ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებულ 4 პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა
19:57 / 27.03.2020
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ოთხი პაციენტიდან ახალი კორონავირუსი არცერთს არ დაუდგინდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფოს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე თქმით, ოთხივე პირი თავს კარგად გრძნობს.
ინფექციურში ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ოთხი პირი გუშინ მოათავსეს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
ინფექციურში ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ოთხი პირი გუშინ მოათავსეს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები