ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციური: საეჭვო პაციენტი არ გვყავს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ყელის ტკივილის სიმპტომით დედა-შვილი მოათავსეს. როგორც საავადმყოფოში ამბობენ, ისინი კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებად არ მიიჩნევიან და კლინიკიდან თვითიზოლაციაში გადაინაცვლებენ.

"ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს გაეწერა ახალკახათიდან შემოყვანილი მამაკაცი და სავარაუდოდ დილამდე დარჩება ჩხოროწყუელი მამაკაცი. რაც შეეხება სენაკელ პაციენტს, მას სულ სხვა პრობლემები აღმოაჩნდა და გადაყვანილი იქნა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში. ასევე დღეს დაახლოებით ორი საათის წინ შემოყვანილ იქნა დედა-შვილი რუხიდან და ისინი ამ წუთებში გადიან კლინიკიდან თვითიზოლაციაში",- ამბობენ ინფექციურში.

ამ დროისთვის კლინიკაში ორი პაციენტი რჩება, ერთ-ერთი 67 წლის პაციენტია, რომელსაც 25 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა. ხოლო მეორე ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც კლინიკას ხვალ დატოვებს.
Print