ახალი ამბები
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსზე ერთი პაციენტის პასუხს ელოდებიან
ზუგდიდის საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან შემოყვანილი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, მამაკაცი ანაკლიაში ოკუპირებული ტერიტორიიდან გადაიყვანეს. მისი ჰოსპიტალიზირება კი ცხელების გამო წუხელ, გვიან ღამით გახდა საჭირო.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მამაკაცს არ აქვს მოგზაურობის ისტორია და არც ინფიცირებულთან შესაძლო კონტაქტი. მისივე თქმით, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში წევს კიდევ ერთი მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსის ნიშნები აქვს.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ინფორმაციით წუხელ შეყვანილი პაციენტი შესაბამისი სამედიცინო პროცედურების ჩატარების შემდეგ ისევ საკარანტინე ზონაში დააბრუნეს.

"შუახანს გადაცილებული მამაკაცი გადმოყვანილ იქნა ანაკლიის საკარანტინე სივრციდან, თანმხლები ქრონიკული პათოლოგიის გამო, რადგან პაციენტი წარმოადგენდა მაღალი რისკის ჯგუფს. საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან შეთანხმებით აღებულ იქნა ცხვირ- ხახიდან ნაცხი ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით, ბოქსირებულ პალატაში მას გაეწია შესაბამისი დახმარება რის შემდეგაც კვლავ გადაყვანილ იქნა საკარანტინე სივრცეში. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, შემოყვანილ იქნა შუახნის მამაკაცი, ცხელების და ხველის რამოდენიმე დღიანი ანამნეზით, რენტგენოლოგიური კვლევით აღინიშნა მარჯვენამხრივი პნევმონია. ავადმყოფი მოთავსდა ბოქსირებულ პალატაში და აღებულ იქნა ცხვირ-ხახის ნაცხი SARS-COV 2 ზე", - განმარტავენ საავადმყოფოში.
Print