ახალი ამბები
ზუგდიდში მედდას კორონავირუსზე ანალიზები აუღეს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ნიშნებით მოთავსებული მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმ-ინფექციონისტმა ლალი დარახველიძემ უთხრა. მისივე ინფორმაციით, პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს.

„შემოიყვანეს ცხელებით, ყელისა და სახსრის ტკივილებით. ამჟამად პაციენტს ჩივილები არა აქვს. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნა დარახველიძემ.

საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ქალი წუხელ, გვიან ღამით შეიყვანეს. 


Print