ახალი ამბები
ზუგდიდში სააღდგომოდ სასაფლაოები დაიკეტება
სამეგრელოს დიდ ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში, სააღდგომოდ სასაფლაოები დაიხურება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა უთხრა. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მიიღეს. 

"ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში სასაფლაოები დაიკეტება. ეს ხდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გასცემენ", - თქვა გუბერნატორმა. 

მისივე ინფორმაციით, სასაფლაოები დღესასწაულების შემდეგ გაიხსნება.
Print