ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოში მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში დღეს დილით გადაყვანილ მამაკაცს Covid 19 არ დაუდასტურდა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ დაუდასტურა. 

შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ დღეს დილით გადაიყვანა. მას ხველა და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა.
Print