ახალი ამბები
სამეგრელოდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 47 ნიმუშის პასუხების ნაწილი ცნობილია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 90 პირი იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციის პერიოდს 189 ადამიანი გადის. თვითიზოლაცია კი 872 მოქალაქეს მოეხსნა.

რეგიონიდან ლუგარის ცენტრში 29 აპრილს 47 ნიმუში გააგზავნეს ახალ კორონავირუსზე გამოსაკვლევად, აქედან 25 უარყოფითია. 22 ნიმუშის პასუხს დღეს ელოდებიან, რომელიც ფოთიდან გააგზავნეს. მათ შორის 17 მედ-პერსონალია, 5 კი პაციენტი.

Print