ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის 4 კონტაქტს Covid-19 არ დაუდასტურდა 
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდში დღის განმავლობაში 22 პირის ნიმუში გაიტესტა და ყველა პასუხი უარყოფითია. მათ შორის 4 პირი ტრაილერის მძღოლის კონტაქტია. ასევე გამოკვლეულთა შორის არიან კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირები, ფოთის საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლები და მედპერსონალი. 

სპეციალურ საიტზე https://stopcov.ge/ გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 730 შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებული 522 პირია, გარდაცვლილი კი 12. 

Print