ახალი ამბები
რუხის კლინიკა: 11-ივე კოვიდადასტურებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია
რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში ამ დროისთვის 25 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. აქედან, 11 კოვიდადასტურებული პირია. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, ყველას პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, 11 ინფიცირებულიდან 6 მოზარდია, რომელიც ტრაილერის მძღოლის კლასტერს მიეკუთვნება.

„ორ პაციენტს შუალედური ტესტირება ჩაუტარდა, თუმცა მათი პასუხები დადებითი იყო, მკურნალობას გააგრძელებენ და მესამე ტესტირება გრაფიკის მიხედვით ჩაუტარდებათ“, - აღნიშნა ქარცივაძემ.

ინფორმაციისთვის, რუხის საავადმყოფოში 2 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

Print