ახალი ამბები
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 80 პირი იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 80 პირი იმყოფება. ამავე ცნობით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 38 პირი რჩება.

გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში Covid 19 -ზე 21 პირის ნიმუში გაიტესტა. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 822 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. საიტის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 690-ს შეადგენს.

ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 3230 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 285.

Print