ახალი ამბები
კორონავირუსი არ დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ 110 პირს 
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 110 პირის ბიოლოგიურ მასალას ჩაუტარდა კვლევა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

გამოკვლეულთა შორის არიან ცხელების ცენტრების პაციენტები, მედიკოსები, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი მოქალაქეები, ასევე ფოთის საბაჟოს თანამშრომლები. 

საქართველოში Covid 19-ით ინფიცირების კიდევ რვა შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 851 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ხუთით გაიზარდა და 702 გახდა.




Print