ახალი ამბები
ზუგდიდში გამოკვლეულ კიდევ 49 პირს Covid-19 არ დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 49 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. გამოკვლეულთა შორის არიან ცხელების კლინიკის პაციენტები, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირები, ასევე ფოთის საბაჟოს 34 თანამშრომელი. ყველა მათგანის ანალიზის პასუხი Covid 19-ზე უარყოფითია.

რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში ამ ეტაპზე 10 პირი გადის მკურნალობის კურსს, მათ შორის 4 კოვიდ-დადებითი პაციენტია. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. 

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ბოლო მონაცემებით 41 პირი იმყოფება. რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 23 მოქალაქე რჩება. 
Print