ახალი ამბები
ზუგდიდში გამოკვლეულ 104 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა 
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 104 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. ყველა მათგანის პასუხი Covid 19-ზე უარყოფითია.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ბოლო მონაცემებით 35 პირი იმყოფება. რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 20 მოქალაქე რჩება. 

საქართველოში  კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ შვიდი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
Print