ახალი ამბები
რუხის საავადმყოფოში 3 მოზარდი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ინფექციურის ლაბორატორიაში 26 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. გამოკვლეულთა შორის  ცხელების კლინიკების 12 პაციენტია, 4 მედიკოსი, 5-5 კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. მათგან 25-ის პასუხი უარყოფითია, ხოლო ერთი კვლავ რჩება კოვიდ-დადებითად.

განმეორებითი კვლევის შედეგებით რუხის კლინიკაში 3 არასრულწლოვანი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ისინი ტრაილერის მძღოლის კლასტერს განეკუთვნებიან.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 898 გახდა. ქვეყნის მასშტაბით კიდევ 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 752-ს შეადგენს.

Print