კორონავირუსი არ დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ 31 პირს
10:13 / 27.07.2020
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 31 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
მათ შორისაა ცხელების ცენტრების 16 პაციენტი, ასევე 10 საკარანტინო სივრცეში და 5 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 326.
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 326.
მასალის გამოყენების პირობები