ახალი ამბები
ზუგდიდში მცხოვრებ 7 პირს კორონავირუსი დაუდგინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსზე 838 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა და ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც ჟურნალისტებს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ უთხრა, ახალი შემთხვებიდან 7 ზუგდიდში, 6 სენაკში, 5 კი ჩხოროწყუში დაფიქსირდა, ხოლო 4 ე.წ საბერიოს კლასტერს უკავშირდება. 

"ზუგდიდში გამოვლენილი 7 შემთხვევიდან, 1 ინფიცირებული რეპეტიტორის კონტაქტია, 2 ცხელებით არის შემოსული სამედიცინო დაწესებულებაში, 4 კი "ოქრის ბირჟის" კლასტერია", - თქვა თორიამ. 

მისივე ცნობით, სენაკსა და ხობში გამოვლენილი ყველა პირი რამდენიმე დღის წინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით კორონავისრუსზე სულ 131 პაციენტი მკურნალობს. 


Print