ახალი ამბები
ზუგდიდში გამოვლენილი კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 3 "გორგიას" საწყობის დარაჯის კონტაქტია
4 ოქტომბერს, სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით, გატესტილი 178 ბიოლოგიური ნიმუშიდან, 10 პირს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. აქედან, 7 შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა, 3 - ჩხოროწყუში. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ისაუბრა.

"ზუგდიდში გამოვლენილი 7 შემთხვევიდან, 3 "ოქროს ბირჟას" უკავშირდება, 3 შპს "გორგიას" საწყობის დარაჯს. ასევე, ინფექცია ზუგდიდის საავადმყოფოში დაუდასტურდა ზუგდიდი-ზესტაფონის სამარშუტო ტაქსის მძღოლს. მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა", - აღნიშნა თორიამ.

ამ დროისთვის, რუხის კლინიკაში 71 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, მათგან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. რაც შეეხება ფოთის კლინიკას, აქ 19 ინფიცირებული მკურნალობს.

რეგიონის მასშტაბით, სულ ინფიცირებულია 180 პირი. კარანტინის რეჟიმს კი 133 მოქალაქე გადის.
Print