ახალი ამბები
ზუგდიდში მცოვრებ 15 პირს კორონავირუსი დაუდგინდა
6 ოქტომბერს ახალ კორონავირუსზე ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, რეგიონის მასშტაბით, 694 ნიმუში გამოიკვლიეს და 26 პირს ინფექცია დაუდასტურდა. აქედან, 15 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა. 3 - ფოთში, 4 - ხობში, 4 - აფხაზეთში მცხოვრები. ამის შესახებ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„ზუგდიდში დაფიქსირებული შემთხვევებიდან 10 ე.წ. "ოქროს ბირჟის" კლასტერს განეკუთვნება, 3 „გორგიას“ დარაჯის კონტაქტია, 1 ცხელებით რუხის კლინიკაში შესული პაციენტის კონტაქტია. 1 შემთხვევა დაფიქსირდა მაღაზია „საგაში“. მიმდინარეობს კვლევა და კონტაქტის მოძიება. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, უკავშირდება ბათუმის კლასტერს. 4 შემთხვევა დადასტურდა ხობში და ის უკვე დაფიქსირებული შემთხვევის პირდაპირი კონტაქტები არიან. რაც შეეხება დარჩენილ 4 ინფიცირებულს, ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის მცხოვრენი არიან“, - განმარტავენ გუბერნიაში.

ამავე ცნობით, ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 186 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდპაციენტი, აქედან, 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 19 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში 133 ადამიანი იმყოფება.

Print