ახალი ამბები
ზუგდიდში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა
7 ოქტომბერს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 346 ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა და კორონავირუსი 8 პირს დაუდგინდა. აქედან, 3 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა, 1 კი წალენჯიხაში. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ ინფიცირებულს, ისინი აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები არიან, რომლებიც რუხის კლინიკაში ცხელებით მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტაციამ გაავრცელა.

"3 შემთხვევა გვაქვს ზუგდიდში, მათ შორის არის 1 "ოქროს ბირჟის" კლასტერის კონტაქტი, 2 არის თბილისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. 1 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, რომელიც წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. დანარჩენილი 4 შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები არიან, რომლებიც ცხელებით იყვნენ მოთავსებულები რუხის კლინიკაში", - თქვა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

მისივე ცნობით სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა ამ ეტაპზე 202-ს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 73 კოვიდდადასტურებული პაციენტი, აქედან, 20-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცში 106 ადამიანი იმყოფება.

Print