ზუგდიდის პირველი სკოლა ორი კვირით დაიხურა
13:22 / 20.10.2020
მოსწავლეებისა და მასწავლებლის დაინფიცირების გამო ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.
სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევები სკოლის გარეთ დაფიქსირდა.
"მოსწავლეების მშობლებს დაუდგინდათ ვირუსი, ასევე სკოლის გარეთ დაინფიცირდა მასწავლებელი. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში კლასტერი არ გვაქვს, მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოსწავლეები ორი კვირით დაგვეთხოვა. ბავშვები, რომლებსაც კორონავირუსი მშობლებისგან გადაედოთ, სკოლაში დავირუსების შემდეგ არ ყოფილან", - ამბობენ სკოლაში.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ სკოლაში კორნავირუსი შემთხვევები 3 და 4 ოქტომბერსაც დაფიქსირდა.

მასალის გამოყენების პირობები