ახალი ამბები
ზუგდიდში კორონავირუსის 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშებიდან 200 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 143 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 11 - ხობში, 7 -წალენჯიხაში, ხოლო 2 ჩხოროწყუში გამოვლინდა. დანარჩენი შემთხვევბი კი ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მათი ნაწილი უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.

ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 125 კოვიდ პაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 1 მძიმე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 73 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 103 ადამიანი.

Print