ახალი ამბები
ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 477 ნიმუშიდან 138-ზე დადებითი პასუხია. მათგან 93 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით Covid 19-ით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა მესტიაში, 10 - ჩხოროწყუში, 8 - სენაკში, 7 - ფოთში, 4 - წალენჯიხაში, თითო შეთხვევა კი ხობსა და აბაშაში.

"ასევე გვყავს ინფიცირებული უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, რომელთა ნიმუშებიც აიღეს ზუგდიდში ინფექციურ საავადმყოფოში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 161 კოვიდ პაციენტი, მათ შორის 49-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათთგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 108 პაციენტი.

საკარანტინო სივრცეებში 140 ადამიანი იმყოფება.



Print