კორონავირუსის გამო ზუგდიდის მერიაში ადგილზე მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა განახევრებულია
17:41 / 12.11.2020
დღეის მდგომარეობით ზუგდიდის მერიის 25-ზე მეტი თანამშრომელი კოვიდინფიცირებულია. ამის გამო, ადგილზე მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა განახევრებულია.
ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიაში უთხრეს. ამავე ცნობით, საჯარო მოხელეების ნაწილი დისტანციურად მუშაობს, ნაწილი კი მორიგეობით.
„მიუხედავად ამისა მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. უსაფრთხოების გამო ოთახში 2-ზე მეტი ადამიანის ყოფნა არ არის რეკომენდირებული. დაწესებულია ერთგვარი მორიგეობა და ხდება ისე, რომ ამა თუ იმ განყოფილებაში ადგილზე ყოველდღიურად მუშაობს ორი თანამშრომელი“, - განმარტავენ მერიაში.
ინფორმაციისთვის, გუშინ ზუგდიდის მერს გეგა შენგელიას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. მან ამის შესახებ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

მასალის გამოყენების პირობები