ახალი ამბები
კორონავირუსით ზუგდიდის მკვიდრი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ახალი კორონავირუსით ასაკოვანი მამაკაცი გარდაიცვალა. ამავე ცნობით, 87 წლის პაციენტი რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ დროისთვის, რუხის კლინიკაში 140 პაციენტია მოთავსებული, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 80 საშუალო სიმძიმისაა.

ინფორმაციისთვის, დღეს რეგიონში ვირუსით ინფიცირების 122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 123 პირი გამოჯანმრთელდა.

Print