ახალი ამბები
კორონავირუსით ზუგდიდელი ქალი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით 1 ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, 88 წლის ქალი ზუგდიდის მკვიდრია. ის რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა. ​ამ ეტაპზე აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობის კურსს 121 პაციენტი გადის. მათგან 7 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

საქართველოში კორონავირუსს კიდევ 22 ადამიანი ემსხვერპლა.
Print