ახალი ამბები
"ფაიზერით" ვაქცინაციის პროცესში ზუგდიდის 2 კლინიკაც ჩაერთვება
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკასა და "ევექსის" ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში "ფაიზერით" ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ რადიო "ათინათს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელმა უთხრა. ანზორ ქობალიას ინფორმაციით, ადგილობრივ მედპერსონალს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი გადამზადება. მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას კაბინეტების დამატებასთან და დღეების გადანაწილებასთან დაკავშირებით. 

საქართველოში "ფაიზერის" კოვიდვაქცინის 28 000 დოზა 13 ივლისს ჩამოვიდა. აცრა ამ ეტაპზე თბილისის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის 7 კლინიკაშია შესაძლებელი. 


Print